CONNECT | March 6, 2020

ACT in Space - საერთაშორისო კოსმოსური ჰაკათონი

Photo Credit:

Act In Space არის საერთაშორისო  ჰაკათონი, რომლის მიზანია  ახალი იდეების გენერირება   ტექნოლოგიების,  სატელიტური და კოსმოსური მონაცემების გამოყენებით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ  აირჩიონ  მოცემულთაგან  ერთი ან რამოდენიმე გამოწვევა, რომლის გადაჭრაზეც 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ ასტროფიზიკოსებთან და ბიზნეს მენტორებთან ერთად. დემო დღეზე კი პირველად პროტიტიპებს და ვიზუალიზაციებს წარადგენენ. 

ჰაკათონის გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს 17-20 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში დაგეგმილ გლობალურ ჰაკათონში.

ვის შეუძლია მონაწილეობა

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს
  • პროგრამისტებს
  • ბიზნეს განვითარების სპეციალისტებს
  • მარკეტოლოგებს
  • ასტროფიზიკოსებს
  • გარემოს დამცველებს
  • ინჟინერებს
  • კოსმოსური ინოვაციით დაინტერესებულ პირებს
  • აგრონომებს
  • არქიტექტორებს /დიზაინერებს

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 გუნდის წევრი. გუნდში გაერთიანებულები უნდა იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

რას მიიღებს გამარჯვებული?

Actinspace  ჰაკათონის გამარჯვებული 17-20 ივნისს მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთში, კერძოდ ტულუზაში გამართულ საერთაშორისო კოსმოსურ ჰაკათონში. გამარჯვებულს მენტორობას გაუწევენ GEN Space -ის ამერიკელი მენტოები

ჰაკათონის ფარგლებში გადასაჭრელი გამოწვევები

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ  აირჩიონ  მოცემულთაგან  ერთი ან რამოდენიმე გამოწვევა, რომლის გადაჭრაზეც 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ ასტროფიზიკოსებთან და ბიზნეს მენტორებთან ერთად. დემო დღეზე კი პირველად პროტიტიპებს და ვიზუალიზაციებს წარადგენენ. 

იხილეთ  ჰაკათონის გამოწვევები მოცემული ბმულის მეშვეობით - https://bit.ly/2PQxO3x

როგორ  დავრეგისტირდეთ

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 50 ადამიანს.  რეგისტრაცია დაიხურება მონაწილეთა  ლიმიტის შევსების შემდეგ . ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მოცემული ბმულის მეშვეობით :  https://actinspace.org/register

Im an entrepreneur and  local entrepreneurial ecosystem builder, with a 7 years of experiance  working in this field,  creating interesting… About the author