CONNECT | March 16, 2020

Startup incubators- 10 საუკეთესო სტარტაპ ინკუბატორი მსოფლიოში

Photo Credit:

რა არის ინკუბატორი?- ეს არის სივრცე სადაც იდეა იქცევა ბიზნესად- სადაც სტარტაპებს მხარს უჭერენ და აძლევენ მიმართულებას, როგორც კი ისინი აღმოჩნდებიან ბაზარზე და სჭირდებათ ინვესტორების მოძიება. მსოფლიოს გარშემო ასობით ინკუბატორია, მაგრამ ჩვენ შემოგთავაზებთ 10 საუკეთესო ინკუბატორს, რომლებმაც ამ ბოლო წლებში საუკეთესო შედეგს მიაღწიეს.

YC Companies, U.S.A

Y კომბინატორი ბევრისთვის წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია მსოფლიოში. მან ხელი შეუწყო ისეთი სტარტაპების განვითარებას, როგორიცაა Dropbox, Airnb, Instacart, Weebly და Reddit. კომპანია 2005 წელს, პოლ გრაჰამის მიერ შეიქმნა და მას შემდეგ 1500-ზე მეტი სტარტაპის ინვესტორია, რაც 80 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. კომპანია მდებარეობს პალო ალტოში, სილიკონის ველზე. კომპანია 40 კაციანი გუნდისგან შედგება და წელიწადში ინტერნეტის საშუალებით 13,000 სტარტაპს იღებს, ხოლო მკაცრი შერჩევის შემდეგ წელიწადში დაახლოებით 200-240 პროექტს ირჩევს.

ინვესტიცია ხორციელდება სტანდარტული ხელშეკრულებით, რომელიც ცნობილია როგორც SAFE და წარმოადგენს აუცილებლობას კაპიტალის ინექციისთვის.

Techstars, U.S.A

Techstars არის გლობალური ქსელი, რომელიც მეწარმეებს საშუალებას აძლევს წარმოადგინონ საკუთარი ტექნოლოგია ბაზარზე, მიუხედავად იმისა თუ მსოფლიოს რომელი ქვეყნიდან არიან. ქსელი გთავაზობთ დიდი რაოდენობით აქსელერატორ პროგრამებს, რომელშიც მსოფლიოდან ათიათასობით სტარტაპია ჩართული. Techstars მხარს უჭერს მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის განვითარების განმავლობაში- იდეის დაბადებიდან IPO-მდე. Techstars Venture-მა, აქსელერატორის კაპიტალის ფონდმა, ინვესტიცია ჩადო ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Uber და Sendgrid.

500 startups, U.S.A

500 Startups არის გლობალური ფირმა, რომელიც საკუთარ კაპიტალს აბანდებს საპროგრამო ქსელით, რომელიც სპეციალურად სტარტაპებისთვისაა შექმნილი. კომპანიის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ წარმატებული ციფრული სტარტაპები ფოკუსირდნენ მომხმარებელთა საჭიროებებსა და ონლაინ გავრცელებაზე. კომპანია სტარტაპებს სთავაზობს საბაზისო ინვესტიციასა და აქსელერატორის პროგრამებს, მანამ სანამ მისცემს მიმართულებას თუ როგორ ითანამშრომლოს პარტნიორ კომპანიებთან და ინვესტორებთან. გასულ წლებში, საინკუბაციო პროგრამა გაიზარდა მსოფლიოს გარშემო, მათ შორის ევროპაში, სადაც დაგეგმილია ისეთი ქვეყნების ჩართვა როგორიცაა გერმანია, ისრაელი და თურქეთი.

AngelPad, U.S.A

AngelPad არის აქსელერატორი პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში. კომპანია ძირითადად ფოკუსირებულია საბაზისო ინვესტიციებზე, რომლის ფარგლებშიც 2010 წლამდე 130 კომპანიაში ჩადო ინვესტიცია. ყოველ ექვს თვეში, კომპანია ირჩევს 12 სტარტაპს, როგორც წესი 2000 კანდიდატიდან. აქსელერაციის პროცესში, AngelPad მუშაობს ბაზრის მოკვლევაზე, პროდუქტის განვითარებასა და სამიზნე ბაზართან კავშირის დამყარებაზე, რაც სტარტაპებს უმარტივებს სამუშაოს და მათ პირდაპირ შეუძლიათ მოგების მოპოვება.

Seedcamp, U.K

Seedcamp-ს განსხვავებული მიდგომა აქვს და თვლის, რომ დამწყებ მეწარმეებს ინტელექტუალური რესურსი უფრო სჭირდებათ, ვიდრე თანხა. მათი ფილოსოფია ასეთია: იმისთის რომ ჩამოყალიბდეს მყარი კომპანია, სტარტაპმა უნდა შეძლოს შესაფერისი მენტორების მოზიდვა გლობალურ ქსელში. ამრიგად, ეს სტარტაპებს მისცემს საშუალებას, სწრაფად დაძლიოს ყველა სტანდარტული გამოწვევა. Seedcamp უზრუნველყოფს საკონსულტაციო, სატრენინგო და სხვა სერვისების შექმნას, რომლებიც დაეხმარება სტარტაპებს ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. კომპანიამ 8 წლის განმავლობაში, დაფინანსება გამოყო დაახლოებით 200 კომპანიისთვის, ინვესტიციებმა 350 მილიონ დოლარს გადააჭარბა და შექმნა ერთი შვილობილი კომპანია: Transferwise.

Capital Factory, U.S.A

Capital Factory არის ძირითადი სამეწარმეო პლატფორმა ოსტინში, ტეხასი. მდებარეობს ქალაქის ცენტრში, Capital Factory არის 50,000 კვადრატულ მეტრის სივრცე, რომელიც განკუთვნილია სტრატაპებისა და ანტერპრენერებისთვის. კომპანია უზრუნველყოფს საგაკვეთილო სერვისს, სადაც სტარტაპებს აცნობს ძირითად უნარებს, რაც მათ დასჭირდებათ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. ასევე მართავს შეხვედრებს, სადაც დამწყებ კომპანიებს ეხმარება მოიპოვონ დაფინანსება და სთავაზობს მენტორობასა და კონსულტაციებს. Capital Factory-ის აქსელერაციის მიზანია დაეხმაროს ტექ სტარტაპებს ნაკლები დაფინანსებით მოიპოვონ 1 მილიონ დოლარზე მეტი მოგება.

ERA, U.S.A.

Entrepreneurs Roundtable Accelerator (ERA) არის  New Yorkers-ის მიერ შექმნილი საინვესტიციო ფონდი და ციფრული აქსელერატორი New Yorkers-ისთვის. მისი მიზანია Big Apple-ში, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების წარმოება და საუკეთესო კომპანიებს სთავაზობს მაქსიმალურად ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რასაც New Yorkers-სი სთავაზობს, რაც მათთვის ბაზარზე შესვლის საწყისი ეტაპი იქნება. ERA წელიწადში ორ სააქსელარიზაციო სესიას აწყობს, თითოეულ სესიაში მონაწილეობას იღებს ათი კომპანია. არჩეული სტარტაპები იღებენ 40,000 დოლარს, საოფისე სივრცეს, იურიდიულ დახმარებასა და სხვა უფასო სერვისებს. გარდა ამისა ERA მათ სთავაზობს 200 მენტორისგან შექმნილ გუნდს, სადაც განსხვავებულ სექტორში მომუშავე სპეციალისტები არიან გაერთიანებულნი.

Amplify, U.S.A

Amplify არის აქსელატორი და მულტი-ფუნქციონალური კამპუსი ლოს ანჯელესში. კომპანია სტარტაპებს სთავაზობს საწყის დაფინანსებას, დამატებით კაპიტალზე წვდომასა და მენტორთა გუნდის მიერ კონსულტაციებს. რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც Amplify-ს გამოარჩევს სხვებისგან, არის ის რომ მას აქვს კავშირი მსოფლიო მედიასთან. შერჩევის შემდეგ, თითოეული სტარტაპი იღებს 50,000$-მდე დაფინანსებას, ასევე უფასო სამუშაო სივრცეს კომპანიის ვენეციის სანაპიროზე.

Betaworks, U.S.A

Betaworks არის ნიუ იორკის დაფუძნებული აქსელერატორი, რომელიც ფოკუსირებულია მედიასა და ტექნოლოგიას შორის საერთო ინტერესების კვეთაზე. პროექტი დაფუძნებულია სამ მთავარ სივრცეზე: სტუდია, რომელზეც შერჩეულ კომპანიებს აქვთ წვდომა, შექმნილია როგორც ერთგვარი კლუბი, სადაც ერთმანეთთან შეხვედრა შეუძლიათ სტარტაპებსა და ინვესტორებს; შემდეგი არის საწყის ეტაპზე ინვესტიციის ფონდი სტარტაპებისთვის, რომელთა ინტერესის სფერო არის მედია და ტექნოლოგიები, მაგალითად როგორიცაა: Giphy, Bitly, Tweetdeck; და მესამე სივრცე არის აქსელერატორის პროგრამა ციფრული და ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ისეთი სექტორებისთვის როგორიცაა: რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, სამეცნიერო კომპიუტინგი.

TechNexus, U.S.A

TechNexus Venture Collaborative სტარტაპ ინკუბატორი, რომელიც განთავსებული 50,000 კვადრატულ მეტრზე და აერთიანებს პარტნიორთა გლობალურ ქსელს, აქსელერატორებსა და ანტრეპრენიორულ ჯგუფებს. ინვესტორების, ანტრეპრენიორებისა და ინდუსტრიის ლიდერების ერთობლივი ფონდი, TechNexus ავითარებს და აფინანსებს ბიზნესზე ფოკუსირებულ აქტივობებს. 2007 წლიდან, კომპანიამ კონსულტაცია და მენტორობა გაუწია 450-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც კაპიტალი 400 მილიონ დოლარამდე გაზარდეს.

Im an entrepreneur and  local entrepreneurial ecosystem builder, with a 7 years of experiance  working in this field,  creating interesting… About the author