CONNECT | March 23, 2020

COVID-19-ის გავლენა ბიზნესზე

Photo Credit:

კორონა ვირუსმა ბიზნესისა და მომხმარებლის ქცევა რადიკალურად შეცვალა. როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორები იბრძვიან, რომ შეაჩერონ დაავადების გავრცელება და შეამცირონ covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები. იქამდე, სანამ ეკონომიკური შედეგები კვლავ უცნობია, ჩვენ ვიცით რომ ვირუსი და მისი სწრაფი გავრცელება დიდ კვალს დატოვებს ინდუსტრიების გარშემო. ბიზნესისა და ელექტრონული მარკეტინგის ანალიტიკოსები თითოეულ ჩამოთვლილ სერვისებზე, როგორიცააა ტელეკომუნიკაცია და ტექნოლოგიები, ციფრული მედია, საგადასახადო და სარეკლამო სერვისები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო სერვისები და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვირუსის სამ ძირითად გავლენას ვარაუდობენ.

                                                                        ტელეკომუნიკაცია და ტექნოლოგიები

თვალსაჩინო და პირდაპირი გავლენა კორონავირუსის პანდემიამ იქონია იმით, რომ დაირღვა მარაგის მიწოდების ჯაჭვი.  ვირუსის ჩინეთში წარმოშობამ და დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფმა მატებამ, იძულებული გახადა მოსახლეობა გადასულიყო კარანტინში. ამან გამოიწვია იმ კომპანიებისა და საწარმოების ნახევარ-განაკვეთზე გადასვლა ან სრულად დახურვა, რომლებსაც იყენებდნენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარი პროდუქტის საწარმოებლად. მაგალითად, Apple-ს საგრძნობლად შეუმცირდა პროდუქციის მარაგი, იმის გამო რომ Foxconn-მა ჩინეთში დახურა თავისი წარმოების დიდი ნაწილი. Apple-ის ანალიტიკოსის მინგ ჯი კვოს გგანცხადებით Iphone-ების მიწოდება პირველ კვარტალში 10%-ით შემცირდება. იმის მიუხედავად, რომ კომპანიებს აქვთ წინასწარ განსაზღვრული რეგიონები, სადაც აწარმოებენ საკუთარ პროდუქტს, გამომდინარე კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა, შეუძლებელია იმის განსაზღრა თუ რომელ რეგიონში იქნება უსაფრთხო წარმოება. ეპიდემიის დროს რთულია ისეთი რეგიონის პოვნა, რომელიც მსგავსი იქნება ჩინეთის რესურსის- Made in China-ს შენარჩუნებისთვის სახელმწიფომ ჩადო მილიონობით ინვესტიცია მოწინავე საწარმოო სექტორების შესაქმნელად, ტელეკომუნიკაციებისა და ნახევარგამტარების ჩათვლით.

  1. კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია მრავალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კონფერენციების გაუქმება. რაც სავარაუდოდ გამოიწვევდა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების დაკარგვას. მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი(Mobile World Congress), რომელიც 24-27 თებერვალს ბარსელონაში უნდა ჩატარებულიყო, ვირუსის გავრცელების გამო გაუქმდა. MWC არის მნიშვნელოვანი საყრდენი საკავშირო ინდუსტრიაში, რადგან ის აერთიანებს მნიშვნელოვან კომპანიებს, ქმნის ინოვაციებს და აყალიბებს ახალ ბიზნეს კავშირებს. რამდენიმე კომპანიამ გადადო დაგეგმილი ღონისძიებები MWC-ისთვის, მაგრამ კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ნაწილმა ღონისძიებები გააუქმა. MWC-ის მსგავსად, Facebook-მა გააუქმა F8 დეველოპერების კონფერენცია და გლობალური მარკეტინგის სამიტი (Global Marketing Summit). Google-მა გადაიყვანა Google Cloud-ის ღონისძიება ონლაინ რეჟიმზე. სავარაუდოდ IBM იძულებული იქნება ონალინ რეჟიმში გადმოსცეს კონფერენცია, რომელსაც წინა წელს 30,000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. საბოლოოდ, მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიებების გაუქმებამ, 1 მილიარდი დოლარის დანაკარგი გამოიწვია. ონლაინ ალტერნატივები გვეხმარება შევამციროთ გაუქმებული კონფერენციების რაოდენობა, მიუხედავად ამ ცვლილებებისა ტექნოლოგიური ინდუსტრიები მაინც აღმოჩნდებიან  ტექნოლოგიური ინოვაციების კრიზისის პერიოდის საფრთის წინაშე.
  2. დისტანციური ინტერაქციის გაზრდილმა მოთხოვნილებამ, კორონა ვირუსის თავიდან ასაცილებლად. ხაზი გაუსვა 5G ტექნოლოგიის სწრაფად ადაპტაციის საჭიროებას. 5G ტექნოლოგიის სისწრაფე, მყისიერი კავშირები და გაზრდილი კავშირის სიმჭიდროვე 5G ტექნოლოგიას ხდის საუკეთესოს დისტანციური ინტერაქციებისთვის. ორი ძირითადი არეა-ონლაინ ჯანმრთელობა და ონლაინ კონფერენციები- კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეპიდემიასთან საბრძოლველად. შესაბამისად 5G-ზე გაზრდილი დამოკიდებულება, გამოიწვევს ამ კავშირის გაძლიერებას.

მკითხველისთვის გასაგები, რომ იყოს გავმარტოთ რა არის ონლაინ ჯანმრთელობა და კონფერენციები, და როგორ უწყობს ხელს აღნიშნული შესაძლებლობები ეპიდემიის გავრცელების პრევენციას.

ონლაინ ჯანმრთელობა- ტექნოლოგიურმა წინსვლამ მოგვცა შესაძლებლობა უშუალო ვიზიტის გარეშე ექიმმა დასვას დიაგნოზი ან დაუნიშნოს მკურნალობა პაციენტს. 5G ტექნოლოგიის გამოყენების ასეთი შემთხვევები ვნახეთ ჩინეთში, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. იანვარში ZTE და CHINA TELECOM-მა წარმოგვიდგინა 5G ტექნოლოგიით შექმნილი სისტემა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ექიმებს დისტანციურად დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმის. გამომდინარე იქიდან რომ ეპიდემიასთან საბრძოლველად 5G ტექნოლოგიები ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელია, ვვარაუდობთ რომ სხვა საავადმყოფოები აქტიურად გამოიყენებენ 5G ტექნოლოგიების სარგებელს.

ონლაინ კონფერენციები- გამომდიანრე კორონა ვირუსის სწრაფი გავრცელებისა, 5G ტექნოლოგიების ორგანიზაციებში დანერგვა აუცილებელი გახდა. შესაბამისად თანამშრომლები მუშაობას სახლიდან გაუსვლელად, ონალინ კონფერენციების აპლიკაციით, როგორიცაა: Microsoft Teams, Google Hangouts და Zoom-ის საშუალებით ახერხებენ. შესაბამისად, 5G ტექნოლოგია ხელს შეუწყობს სტაბილურ და ხარისხიან კავშირს მსოფლიოში.

როგორც ხედავთ, 5G ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ თავშეყრის ადგილებში ვიზიტი და ადამიანებთან უშუალო კონტაქტი, რაც კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

Im an entrepreneur and  local entrepreneurial ecosystem builder, with a 7 years of experiance  working in this field,  creating interesting… About the author