CONNECT | March 30, 2020

Covid-19-ით დაზარალებული სტარტაპებისთვის მხარდასაჭერი რეგულაციები ევროპაში

Photo Credit:

მსოფლიოში არსებული პანდემიის შედეგად სახელმწიფო ორგანოები საზოგადოებას სახლში დარჩენისა და საზოგადოებისგან იზოლაციისკენ მოუწოდებენ. მსოფლიოს გარშემო სტარტაპების დამფუძნებლები ცდილობენ გადაჭრან ფინანსების, ვალებისა და თანამშრომელთა პრობლემები.

გარდა კაპიტალის შეგროვებისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ყოველდღიურ ხარჯებსა და ფულის ბრუნვაზე.

ევროპაში, სახელმწიფო ორგანოებმა, შეიმუშავეს სხვადასხვა რეგულაციები საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, სადაც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ შეძლებენ ვალის მართვასა და თანამშრომლებთან ურთიერთობას.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს:

საფრანგეთი

ძირითადი წყარო: მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპი La French Tech’s coronavirus guide.

სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები:

  •  მარტამდე არსებული სოციალური დახმარება და გადასახადები გადაიწევენ ავტომატურად.
  •  კომპანიებს შეუძლიათ მოითხოვონ მარტის შემდეგ არსებული გადასახადების გადავადება.
  •  თუ მომხმარებელს აქვს ფინანსური ვალდებულება კომპანიასთან, სტარტაპს აქვს უფლება მედიატორის         დახმარებით შეეცადოს თანხების აღდგენას.
  •  თუ არ შეუძლია კომპანიას სესხებისა და განვადების დაფარვა, გუბერნიის მხარდაჭერით შეძლებს კრედიტ მედიატორის დაქირავებას, რომელიც დაეხმარება ბანკთან მოლაპარაკებაში გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით.
  •  კომპანიას შეუძლია აიღოს სესხი პირდაპირ შტატის მხარდამჭერი ინვესტორისგან-  Bpifrance- ან თავდებში დაუდგეს რათა ნებისმიერი ბანკიდან შეძლოს კომპანიამ სესხის აღება.
  •  საფრანგეთის პრეზიდენმა იმანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საშუალო და მცირე ბიზნესს შეუძლია განთავისფულდეს როგორც კომუნალური, ასევე კომერციული გადასახადებისგან.
  •  იმ კომპანიებს, რომელთა ბიზნეს აქტივობაც საგრძნობლად ეცემა, შეუძლიათ მოითხოვონ მთავრობისგან მათი თანამშრომლების ანაზღაურების ნაწილის გადახდა.
  •   25 მარტს, საფრანგეთმა გამოაცხადა რეგულაციების ნაკრები, კონკრეტულად ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 4 მილიარდი ევროს გამოყოფას სტარტაპებისთვის.

გერმანია

ძირითადი წყარო: გერმანული სტარტაპების ასოციაცია- Bundesverband Deutsche Startups’s roundup on coronavirus

სახელმწიფოს მიერ გამოცემული რეგულაციები:

  •   გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, რომ KfW ბანკი მუდმივად გასცემს სესხებს იმ სტარტაპებისთვის, რომლებსაც ფულადი დახმარება სჭირდებათ.
  •   კომპანიებს შეუძლიათ მოითხოვონ საშემოსავლო გადასახადების გადავადება.
  •   გერმანიამ კომპანიებს შესთავაზე თანამშრომელთა გათავისუფლების ალტერნატიული გზა, რომლის მიხედვითაც სტარტაპებს შეუძლიათ შეამცირონ სამუშაო საათები და სახელმწიფო უზრუნველყოფს დღიურ ანაზღაურებას.
  •   ასევე, გერმანია აპირებს შეცვალოს გაკოტრების წესები, ან სულ მცირე შეაჩეროს გაკოტრება რამდენიმე თვით, რომ კომპანიამ შეძლოს ფულადი ჩამორჩენის გამოსწორება.

 

რეგულაციები ასევე მიიღეს პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულმა ევროპულმა ქვეყნებმაც:

იტალია

ძირითადი წყარო: იტალიის სტარტაპ ასოციაცია- Italia StartUP’s SOS page for coronavirus.

სახელმწიფოს მიერ გამოცემული რეკომედაციები:

  •   კომპანიებს, რომელთა შემოსავალი 2 მილიონ ევროზე ნაკლებია,  შეუძლიათ მოითხოვენ გადასახადების გაუქმება.
  •  საშუალო და მცირე კომპანიებისთვის დანაკარგების პრევენცია სახელმწიფოს Cassa Depositi e Prestiti SpA დახმარებით.
  •   სახელმწიფო მცირე და საშუალო კომპანიებს გადასცემს 5 მილიონ ევროს.
  •  იტალიამ ასევე გამოსცა რეგულაციები ქონების დაყადაღების წესებში. თვით-დასაქმებულებს შეუძლიათ მოითხოვონ გაზრდილი გადასახადებისა ან გრძელვადიანი სესხების შეწყვეტა.
  • რეკომენდაციების ნაწილი ეხება სამსახურიდან განთავისფულებისა და ადამიანებისთვის გარკვეული შემოსავლების შენარჩუნების რეგულაციასაც.
  •   მთავრობამ პირობა დადო, რომ მომავალში კვლავ გააგრძელებს ახალი რეგულაციების შემუშავებას, რომელიც ასევე შეეხება ინვესტიციებს.

ესპანეთი

ძირითადი წყარო: სტარტაპების ასოციაცია-  Barcelona Tech City’s page on coronavirus.

სახელმწიფოს მიერ გამოცემული რეკომენდაციები:

  •  მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე თვითდასაქმებულ პირებს შეუძლიათ გადასახადების გადავადება. ამისთვის მათ უნდა დაიცვან ესპანეთის საგადასახადოს მიერ გამოცემული ინსტრუქციები.
  •  გადასახადების გადაავადების მიერ რეგულაციები ეხება ინდუსტრიის გენერალური სამდივნოს მიერ გაცემულ სესხებს.
  • ყველაზე დაზარალებული პროვინციებისთვის, სექტორებისთვის, მათ შორის ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორისთვის, დაწესდა დამატებითი სესხების გაცემის შესაძლებლობა, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფო კრედიტორის-  Instituto de Credito Oficial- ის მიერ.

Im an entrepreneur and  local entrepreneurial ecosystem builder, with a 7 years of experiance  working in this field,  creating interesting… About the author