CONNECT | April 9, 2020

Covid-19-ით დაზარალებული სტარტაპებისთვის მხარდასაჭერი რეგულაციები ევროპაში- II

Photo Credit:

 

ვაგრძელებთ სტატიის სერიას, სადაც ვსაუბრობთ Covid-19-ით დაზარალებული სტარტაპებისთვის მხარდასაჭერი რეგულაციების შესახებ ევროპაში. ამჯერად განვიხილოთ დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, პორტუგალიის, შვედეთისა და დანიის რეგულაციები.

დიდი ბრიტანეთი

ძირითადი წყარო: The government’s page for small businesses კორონავირუსით დაზარალებული ბიზნესისათვის.

სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები:

  •   მცირე კომპანიებს, რომლებიც ვერ ახერხებენ გადასახადების გადახდას შეუძლიათ მოითხოვონ HM შემოსავლები და საბაჟო ხელშეკრულება „time to pay”, რომელიც დროებით შეაჩერებს სესხის გადახდას. კორონა ვირუსის აფეთქების გამო ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთის, რომელიც 3.5% შეადგენდა, გადავადება შესაძლებელი გახდა.
  •   მთავრობა ასევე სთავაზობს კრედიტის განთავსების გარანტიას COVID-19-სგან დაზარალებულ ბიზნესს. საბოლოოდ კრედიტის განთავსების გარანტია გადაეცემა ბრიტანულ ბიზნეს ბანკს.
  •    ასევე მცირე ბიზნესს საშუალება აქვს უკან დაიბრუნოს 2 კვირის განმავლობაში გადახდილი თანხები, რაც უნდა შეადგენდეს თითოეულ თანამშრომელზე 200 ფუნტის ოდენობას. თუმცა მთავრობა ასევე აღნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ეს პროცესი ვადებში გაიწელოს, რადგან რეგულაციის საბოლოო სახე, ამ ეტაპზე, შემუშავებული არ აქვთ.
  •    ქვეყანაში ნებისმიერი სექტორის მცირე ბიზნესი შეძლებს გრანტის მოპოვებას, რომელიც 10,000 ფუნტის ოდენობით განისაზღვრა.
  •    მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ იგი ითვალისწინებს გადასახადების შემცირებასა და სხვა რეგულაციებსაც, რის განხორციელებასაც 20 მილიარდი ფუნტის ღირებულების ბიუჯეტი დასჭირდება. ეს ყველაფერი კი ხორციელდება იმის გამო, რომ დაიცვან ის კომპანიები და საოჯახო ბიზნესები, რომლებიც COVID-19-ის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამ რეგულაციით სარგებლობა ასევე შეუძლიათ სტარტაპებსაც.
  •   მთავრობამ ასევე გამოაცხადა სესხები ბიზნესის მხარდასაჭერად 330 მილიარდი ფუნტის ოდენობით- რაც შეადგენს დიდი ბრიტანეთის მშპ-ს 15%-ს. სახელმწიფოს განცხადებით საოჯახო ბიზნესები მიიღებენ სამთვიან იპოთეკურ მომსახურებას სრულიად უფასოდ.

ირლანდია

ძირითადი წყარო:  Scale Ireland’s list of go-tos (არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სტარტაპების განვითარებას)

სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციები:

  •  შემოსავლების საგანგებო რწმუნებულები მზად არიან განიხილონ გადასახადების გადავადება კორონა ვირუსის პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესებისთვის.
  •    შესაძლოა თანამშრომლებისთვის სამუშაო საათების შემცირება. მთავრობა გეგმავს, რომ აანაზღაუროს იმ დამქირავებელთა ხარჯები, რომლებიც ამ დრომდე არ შეუწყვიტავთ თანამშრომლებისთვის ხელფასის გარკვეული რაოდენობით ანაზღაურება.
  •   მთავრობა, კერძოდ MicroFinance Ireland გასცემს მიკროსაფინანსო სესხებს.
  •  Enterprise Ireland-ის მეშვეობით გაიცემა სადამხმარებლო და რესტრუქტურიზაციის სქემის პაკეტები, იმ ფირმებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესის შეცვლა და ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანია.
  •    იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო დაკარგეს სამსახური ან ვერ განახორციელეს ბიზნეს გეგმა, სახელმწიფო 6 კვირის განმავლობაში აუნაზღაურებს საცხოვრებელი ბინის საფასურს. აღსანიშნავია, რომ ეს დაფინანსება გულისხმობს კვირაში 203 ევროს ოდენობის თანხის გამოყოფას თითოეული დაზარალებულისთვის.

პორტუგალია

სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციები:

  •  გადასახადების დაფარვის ვადების გახანგრძლივება
  •  კომპანიების ხაზინის დასახმარებლად გამოიყო 200 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ლიმიტი.
  • ასევე, ტურიზმის სექტორში მიკრო-საწარმოებისთვის სახელმწიფომ გამოყო 60 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ლიმიტი.
  •   ასევე შეიქმნა შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების მხარდამჭერი რეგულაცია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ გარკვეული რაოდენობით თანამშრომელთა ანაზღაურების დაფინანსებას.
  •  ამასთანავე გამოიყო ბიუჯეტი იმისთვის, რომ სამსახურიდან დათხოვილმა პირებმა შეძლონ გარკვეული ტრენინგების გავლა.
  •   მთავრობამ ასევე მიიღო რეგულაცია თვით-დასაქმებული პირებისთვისაც, რაც გულისხმობს ყველანაირი გადასახადის დაფარვის ვადის გახანგრძლივებას.

შვედეთი

ძირითადი წყარო: ფინანსთა სამინისტრო-  recap of government measures. მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები ბიზნესის ზომისა და იმჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრა.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები:

  •  მთავრობა პასუხისმგებლობას აიღებს ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურებაზე.
  •  კომპანიებს საშუალება აქვთ გადადონ სოციალური  უზრუნველყოფის შენატანის დაფარვის ვადები 12 თვის განმავლობაში. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებმაც 2020 წლის პირველ დასაწყისშივე დაფარეს აღნიშნული, მთავრობა ამ თანხების უკან დაბრუნების საშუალებას აძლევს.
  •   თუ კომპანია იძულებულია შეამციროს პერსონალის სამუშაო დრო ან დროებით შეაჩეროს მუშაობა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ხარჯების ¾ დაფაროს, რაც კომპანიას შეუნარჩუნებს როგორც პერსონალს, ასევე სიცოცხლისუნარიანობას.
  •   Riksbank- გამოყოფს 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სესხს, რათა საჭიროების შემთხვევაში კომპანიებმა შეძლონ კრედიტის აღება,

დანია

ძირითადი წყარო: Copenhagen Capacity- რომელიც მხარს უჭერს კოპენჰაგენში ან მის გარშემო ტერიტორიაზე არსებულ მეწარმეებს.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები:

  • თუ კომპანიის თანამშრომელი დაინფიცირდება კორონავირუსით, მას სახელმწიფო აუნაზღაურებს ავადობის გამო გაცდენილი დღეების საფასურს.
  •  იმ შემთხვევაში თუ კომპანია დადგება თანამშრომლების სამუშაო საათების შემცირების წინაშე, სახელმწიფო დააფინანსებს ანაზღაურების გარკვეულ ნაწილს, რაც კომპანიას თავიდან აარიდებს თანამშრომლების დაკარგვას.
  •  გამოიყოფა სპეციალური ბიუჯეტი  თანამშრომელთა ფართომასშტაბიანი გათავისუფლების მოსაგვარებლად.

Im an entrepreneur and  local entrepreneurial ecosystem builder, with a 7 years of experiance  working in this field,  creating interesting… About the author